რა შეცდომას უშვებენ დეველოპერები ლიფტის შერჩევის პროცესში?
გაეცანით Elteg-ის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის, თამარ მურვანიძის რეკომენდაციებს
ლიფტების მონტაჟი და მათი სრულფასოვანი ექსპლუატაცია არ არის მარტივი პროცესი — მას სჭირდება პროფესიონალური მიდგომა და მაღალი ხარისხის პროდუქტი. თუმცა, ხშირად დეველოპერები ცდილობენ ფინანსური რესურსის დაზოგვას და ირჩევენ დაბალფასიან სერვისს, რაც შემდეგში სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
იაფფასიანი სერვისის მთავარი რისკები
- უსაფრთხოების კომპონენტები
ლიფტისთვის გამოყენებული ნაწილების ხარისხი გადამწყვეტია. აუცილებელია, რომ ეს ნაწილები იყოს სერთიფიცირებული და შეესაბამებოდეს ევროპულ EN81-20 სტანდარტს. დაბალი ხარისხის ნაწილები არ უზრუნველყოფს საჭირო უსაფრთხოებას და რისკებს ქმნის.
- ტექნიკური წუნი
ხშირია შემთხვევა, როცა ლიფტის კომპონენტები არათავსებადია ერთმანეთთან ან მოდის მეორადი და დაზიანებული მდგომარეობით. ეს იწვევს დამატებით ხარჯებს მონტაჟისა და სერვისის გაწევის დროს.
- დოკუმენტაციის არარსებობა ან არასრულფასოვნება
მწარმოებელი კომპანიები ხშირად არ აწვდიან ან გზავნიან სრულფასოვან ტექნიკურ დოკუმენტაციას. შედეგად, შეიძლება წარმოიშვას პრობლემები ლოჯისტიკის, მონტაჟის მიმართულებით ან ზედამხედველ ორგანოსთან.
ეს პრობლემები აზიანებს შემსრულებელი კომპანიის რეპუტაციას, ხოლო დეველოპერებს საფრთხეს უქმნის ლიფტის ექსპლუატაციის პროცესში.
რატომ არის მნიშვნელოვანი მწარმოებლისა და სამონტაჟო გუნდის სწორად შერჩევა?
მწარმოებელი კომპანიის რეპუტაცია და სანდოობა გარანტიაა მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების. სანდო მწარმოებელი უზრუნველყოფს არა მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ლიფტებს, არამედ აძლევს შესაძლებლობას, რომ დამკვეთმა მიიღოს სრულყოფილად გამართული ვერტიკალური ტრანსპორტირების სისტემა.
სრული წარმატებისთვის, 60% წარმატება მოდის ხარისხიან მწარმოებელზე, ხოლო 40% — პროფესიონალურ სამონტაჟო გუნდზე.
რა შედეგებს გამოიწვევს თუკი სამონტაჟო საქმიანობებს არაპროფესიონალთა გუნდს მივანდობთ?
- დარღვეული შრომის უსაფრთხოება
სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა სერიოზულ რისკებს ქმნის.
- დაბალი ხარისხის მონტაჟი
შედეგად, შეიძლება ლიფტს ჰქონდეს მექანიკური ან ელექტრული ხარვეზები, რაც ხელს უშლის მის გამართულ მუშაობას.
- სტანდარტების დაუცველობა
საერთაშორისო სტანდარტების იგნორირება ზრდის გაუთვალისწინებელი პრობლემების რისკს.
- ფინანსური და რეპუტაციული ზარალი
გაუმართავი სისტემა აზარალებს კომპანიას როგორც ფინანსურად, ასევე რეპუტაციულად.
პროფესიონალთა გუნდის მახასიათებლები
ლიფტების მონტაჟი მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას და უნარებს. პროფესიონალური გუნდისთვის აუცილებელია:
- უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო დოკუმენტაციის საფუძვლიანად გაცნობა და მისი შესაბამისად მოქმედება;
- გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
- მუდმივი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
ELTEG — სანდო პარტნიორი ლიფტების სერვისში
ელტეგი საქართველოში KLEEMANN-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. ეს ნიშნავს, რომ კომპანია უზრუნველყოფს როგორც უმაღლესი ხარისხის ლიფტების, ასევე პროფესიონალური სამონტაჟო სერვისის მიწოდებას. ELTEG-ის გუნდის წევრები მუდმივად გადიან ტრენინგებს, როგორც საქართველოში, ასევე საბერძნეთში, KLEEMANN-ის ქარხანაში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, შეასრულონ ნებისმიერი სირთულის სამუშაო მაღალი სტანდარტებით.
ELTEG-ის მიზანია, დაამკვიდროს საერთაშორისო სტანდარტები საქართველოში და უზრუნველყოს ლიფტების უსაფრთხო და ეფექტური ექსპლუატაცია!