ELTEG გთავაზობთ ლიფტებისა და ესკალატორების მომსახურების სერვისს 24/7 რეჟიმში. ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ სისტემების ტექნიკურ შემოწმებას, დიაგნოსტიკას, გეგმიურ მომსახურებასა და სწრაფ რეაგირებას ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში.</p>
<p>ჩვენი მიზანია ლიფტებისა და ესკალატორების უსაფრთხო, გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საზოგადოებრივ სივრცეებში.
ლიფტების, ესკალატორებისა და ამწე სისტემების მონტაჟი
და არსებული ტექსტი შევცვალოთ შემდეგი ტექსტით : ELTEG უზრუნველყოფს ლიფტების, ესკალატორებისა და ამწე სისტემების პროფესიონალურ მონტაჟს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისა და ტექნიკური მოთხოვნების სრული დაცვით. ჩვენი გუნდი მუშაობს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და ინდუსტრიულ ობიექტებზე, სადაც თითოეული სისტემა ზუსტად ერგება შენობის არქიტექტურას, შახტის ზომებსა და პროექტის სპეციფიკას.
პროექტირება
ჩვენ გთავაზობთ ლიფტის დეტალურ პროექტირებას, რომელშიც ერთიანდება ობიექტის შეფასება, თქვენს საჭიროებაზე მორგებული დიზაინის გადაწყვეტილებები და კოორდინაცია არქიტექტორებთან და კონტრაქტორებთან. ჩვენი მიზანია უპრობლემოდ და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მოგაწოდოთ პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს თქვენთვის სასურველი ვადებისა და ბიუჯეტის ფარგლებში.
უფასო კონსულტაცია
ლიფტის მონტაჟის გასამარტივებლად ელტეგი გთავაზობთ უფასო კონსულტაციას. ჩვენ დაგეხმარებით სწორი ლიფტის შერჩევაში, რომელიც დააკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ ყველა სტანდარტსა და რეგულაციას. კონსულტაციის შედეგად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ წინასწარ გათვალოთ ინსტალაციის პროცესი, ვადები და პოტენციური გამოწვევები.
გთავაზობთ მაღალი ხარისხის ლიფტების სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა თქვენთვის საჭირო კომპონენტის სწრაფ მოწოდებას საქართველოს მასშტაბით.
ლიფტის ტექნიკური მხარდაჭერა 24/7-ზე დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია ხელმისაწვდომი. ჩვენი ექსპერტთა გუნდი დროულად აღმოფხვრის ლიფტის შეფერხებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას.