ლიფტების ტექნიკური
საინჟინრო ჯგუფი
შპს “ტექ ინჟინერინგ ჯგუფი”- ელტეგი 2007 წლიდან აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალ ინჟინერთა ჯგუფი თქვენთვის საუკეთესო ხარისხის პროდუქტისა და სერვისის მოწოდების მთავარი გარანტია.
ELTEG საქმიანობას წარმართავს ISO 9001:2015 საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს სტანდარტებს ლიფტების დიზაინის, მონტაჟის, ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების პროცესში. აღნიშნული სერტიფიკატი ასახავს ჩვენს ერთგულებას ხარისხის, უსაფრთხოებისა და სანდო საინჟინრო გადაწყვეტილებების მიმართ თითოეულ პროექტში.
ჩვენი მიზანია საუკეთესო სამომხმარებლო პირობები შეგიქმნათ:
ჩვენ გთავაზობთ
ლიფტების, ესკალატორების, პარკინგის სისტემების და შშმ პირთა პლატფორმების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ პრევენციულ მომსახურებას. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ იღებთ პროდუქტს/მომსახურებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, რომლის ხარისხსა და ეფექტურობაზეც Elteg-ის გუნდია პასუხისმგებელი.
ოფიციალური დისტრიბუტორი
KLEEMANN არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ბრენდი ლიფტების ბაზარზე. კომპანია გთავაზობთ სამგზავრო და სატვირთო ლიფტების მრავალფეროვან არჩევანს საცხოვრებელი და კომერციული შენობებისთვის, ასევე ესკალატორებს, შშმპ ლიფტებსა და საპარკინგე სისტემებს.
KLEEMANN პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, მაღალი ხარისხისა და კონტროლის სტანდარტებით, პროდუქციის რეკორდულად სწრაფი მიწოდებითა და მსოფლიო კლასის დიზაინით გამოირჩევა.
2012 წლიდან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ Kleemann-თან, ვართ კომპანიის ერთადერთი ავტორიზებული დისტრიბუტორი და საქართველოში ერთად მრავალი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორცილებული.
