ლიფტები ლიფტები ლიფტები

ჩვენ გთავაზობთ სამგზავრო ლიფტების მრავალფეროვან არჩევანს სასტუმროებისთვის,საცხოვრებელი კორპუსებისთვის, კერძო სახლებისთვის,  კომეციული და საჯარო  შენობებისთვის. ელტეგის მიერ მოწოდებული ლიფტები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, ინოვაციური დიზაინითა და თქვენს პირად ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებებით.

ჩვენი საავადმყოფოს ლიფტები აკმაყოფილებს  სამედიცინო დაწესებულებების ყველანაირ მოთხოვნილებას, პაციენტების, პერსონალისა და აღჭურვილობის უსაფრთხო და საიმედო ტრანსპორტისთვის. მოწინავე უსაფრთხოების სისტემები და მაღალი ტევადობა საშუალებას გვაძლევს მგზავრთა დიდი ნაკადი სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილდეს საავადმყოფოებში.

ჩვენ გთავაზობთ სატვირთო ლიფტების ელექტრონულ და ჰიდრავლიკურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მარტივად და ეფექტურად უმკლავდება  ტვირთისა და მძიმე მასალების ტრანსპორტირებას. უძლებს მაღალი დატვირთვით  მუშაობას  და იდეალურია სამრეწველო, სასაწყობე და კომერციულ სივრცეებში დასამონტაჟებლად.

კაბინები

ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნით კაბინის სალონის დიზაინს.  კედლების, იატაკისა და ჭერის ვარიანტების ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევთ თქვენი გემოვნებით შექმნათ ლიფტი, რომელიც ყველასგან გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება.

ალფა რომეოს დიზაინერის, ანდრეას ზაპატინასის მიერ შექმნილი მომავლის კაბინები, სწორედ ისაა რაც დროში გამოგზაურებთ. ეს არის : მომავალი, ინოვაცია, ხარისხი და დაუვიწყარი გამოცდილება თქვენი მგზავრებისთვის.

თანამედროვე მოპირკეთების, თქვენს სტილზე მორგებული დიზანისა და მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით, აღნიშნულ კაბინებს მინიმუმამდე დაყავს თვიური ხარჯები და ქმნის იდეალურ კომფორტს თქვენი მგზავრებისთვის.

ესკალატორები მოძრავი ბილიკები

ესკალატორები და მოძრავი ბილიკები შესაფერისია ყველა ტიპის შენობაში გამოსაყენებლად. ჩვენ გთავაზობთ  თქვენს სურვილზე მორგებული დიზაინის ალტერნატივებს   როგორიცაა: მაღალი ტვირთამწეობის, გარე ფასადებისთვის , ეკომეგობრული ვარიანტები სპეციალური პროექტებისთვის და აშ.

მტკიცე კონსტრუქცია პროდუქტის ხანგრძლივად , უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ექსპლუატაციის გარანტია.

საპარკინგე სისტემები

Kleemann-ის საპარკინგე სისტემების მრავალსართულიანი და ინოვაციური ასორტიმენტი მომხმარებლის კომფორტისა და უსაფრთხოების გარანტია.

პარკირების ერთმაგი, ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი კონფიგურაციის ვარიანტები,  აკმაყოფილებს ურბანული დაგეგმარების  ყველაზე მკაცრ სტანდარტებს. მისი საშუალებით შესაძლებელია სივრცის ოპტიმალური გამოყენება, ხარჯების დაზოგვა და სწრაფი ინსტალაცია.

სპეციალური დიზაინისა და მრავალმხრივი ფუნქციების წყალობით, როგორიცაა დახვეწილი საოპერაციო პანელები და უახლესი საკონტროლო სისტემები, მძღოლებს საშუალება ეძლევათ მარტივად დააპარკინგონ მანქანა და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, რადგან ავტომობილი დაცული იქნება მრავამხრივი გარეგანი დაზიანებისგან (სტიქიური მოვლენები; ვანდალიზმი). Kleemann-ის საპარკინგე სისტემებები მინიმალურ CO2-ს გამოყოფს, არის ეკოლოგიურდ სუფთა და ენერგოეფექტური.

შშმპ პლატფორმები

FreeSTAIR სისტემა  შექმნილია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, რათა დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და მარტივად შეძლონ გადაადგილება ნებისმიერ შენობაში, სადაც ლიფტის მონტაჟი ან გამოყენება შეუძლებელია. სისტემა შეიძლება დამონტაჟდეს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში კედელზე ან იატაკზე. FreeSTAIR სისტემა იდეალური არჩევანია როგორც საჯარო, ასევე კერძო სივრცეებისთვის.

უპირატესობები:

მონტაჟდება კიბის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს;

გვაქვს პლატფორმის ზომების ფართო არჩევანი;

აქვს მტკიცე კონსტრუქცია;

სჭირდება მინიმალური სივრცე და ტექნიკური მოთხოვნები;

დამატებითი ფუნქციები:

შიდა ან გარე მონტაჟი;

ლითონის კონსტრუქციის ფერების მრავალფეროვნება; სავარძელი რეგულირდება პლატფორმაზე (სურვილისამებრ);

დისტანციური მართვა ღილაკი;

EC სერთიფიკატი.