Elteg და “ბორჯომი” — ხარისხიანი ლიფტების დასაყრდენი ახალი ინდუსტრიული ეპოქისათვის
საქართველოს ეროვნული სიმბოლო — მინერალური წყალი “ბორჯომი”, წელს 135 წლის იუბილესთან ერთად მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს აღნიშნავს. კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ახალი თაობის ქარხანა გახსნა ყვიბისში, რაც არა მხოლოდ ადგილობრივი ეკონომიკისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის ინდუსტრიული პროგრესისთვის განსაკუთრებული ნაბიჯია.
Elteg, როგორც KLEEMANN-ის პრემიუმ ლიფტების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, ამ მასშტაბური პროექტის ნაწილია. ბორჯომის ახალი ქარხნის ინფრასტრუქტურისთვის ჩვენმა კომპანიამ უზრუნველყო:
2 სამგზავრო ლიფტი
2 სამზარეულო ლიფტი,
რომლებიც სრულად შეესაბამება ინდუსტრიული დანიშნულების საჭიროებებს — სიმძლავრით, სანდოობითა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით.
„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ისეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტის ნაწილი, როგორიც ბორჯომის ქარხნის განახლებაა. Elteg აგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას ინდუსტრიის ლიდერებთან და ყოველთვის მზად ვართ გავწიოთ ტექნოლოგიური მხარდაჭერა საქართველოს განვითარებისათვის.“
-ელტეიგის გენერალური დირექტორი გიორგი არსენიშვილი

Say hello to us
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.