ELTEG × Terrametric Krtsanisi: პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი KLEEMANN-ის ლიფტებით

Terrametric Krtsanisi კრწანისში მდებარე პრემიუმ დეველოპერული პროექტია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ბუნებრივ გარემოსა და ეკომეგობრულ სამშენებლო მიდგომებს. პროექტის კონცეფცია ორიენტირებულია კომფორტულ, მშვიდ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოზე.

ამ ხედვის შესაბამისად, კომპლექსისთვის შერჩეულია მაღალი ხარისხის ლიფტების სისტემა. ELTEG Terrametric Krtsanisi-ში ახორციელებს KLEEMANN-ის პრემიუმ ლიფტების მონტაჟს.

KLEEMANN არის ევროპული ბრენდი, რომელიც ცნობილია საიმედოობით, თანამედროვე დიზაინითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. მისი ლიფტები სრულად შეესაბამება EN და ISO საერთაშორისო ნორმებს და გათვლილია ყოველდღიურ, კომფორტულ გამოყენებაზე.

ლიფტების ძირითადი უპირატესობები პროექტში:

  • რბილიდა უხმო სვლა
  • ენერგოეფექტური და ეკომეგობრული სისტემები
  • თანამედროვე და გამძლე კაბინის დიზაინი
  • უსაფრთხოების ინტელექტუალური მექანიზმები, მათ შორის Children Safe რეჟიმი

Terrametric Krtsanisi-ის პროექტში ELTEG-ისა და KLEEMANN-ის თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ კომპლექსში თითოეული ტექნიკური დეტალი შერჩეულია ხარისხისა და გრძელვადიანი კომფორტის პრინციპით.

ELTEG აგრძელებს თანამედროვე, უსაფრთხო და სანდო ლიფტების სისტემების დანერგვას საქართველოში , იმ პროექტებში, სადაც ხარისხი და პასუხისმგებლობა მთავარი ღირებულებაა.