იცოდით, რომ თანამედროვე ლიფტებში შეიძლება იყოს მუსიკა, არომატიზაცია, სენსორული განათება… და ახლა უკვე Magic Mirror — ჯადოსნური სარკეც?

დღეს ლიფტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გადაადგილების საშუალება. იგი იქცა ინტეგრირებულ, ინტელექტუალურ სივრცედ, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, დიზაინს და ემოციურ კომფორტს.

სწორედ ამიტომ, ისეთ დეტალებს, როგორიცაა ფონური მუსიკა, შერჩეული არომატიზაცია და სენსორული განათება, თანმიმდევრულად ემატება ტექნოლოგიური ინოვაციები — მაგალითად, Kleemann-ის ჯადოსნური სარკე – Magic Mirror.

Premium გამოცდილება ყოველდღიურ მოძრაობაში

მიუხედავად იმისა, მგზავრობთ ერთ სართულზე თუ ათზე , ლიფტი ერთპიროვნულად გამოხატავს შენობას. სასტუმროებში, ბიზნეს ცენტრებში და ელიტურ საცხოვრებლებში ლიფტის ინტერიერი დღეს იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე შავი მეტალის კაბინა:

  • ფონური მუსიკა ამშვიდებს და ამცირებს სტრესს
  • არომატიზაცია  — ინდივიდუალურად შერჩეული — აძლიერებს სივრცის იდენტობას.
  • სენსორული განათება აუმჯობესებს გარემოს აღქმას და ადაპტირდება დღის სინათლეზე
  • და ახლა — Magic Mirror ჩვეულებრიც სარკეს ციფრულ შთაბეჭდილებად აქცევს 

და მაინც რა არის Magic Mirror ?

Magic Mirror — Kleemann-ის ერთ-ერთი ინოვაციური გადაწყვეტაა. ეს არის ჭკვიანი სარკე, რომელიც ერთდროულად ასრულებს:

✅ მაღალი ხარისხის სარკის ფუნქციას
✅ ინტეგრირებულ სარეკლამო/ინფორმაციული მონიტორის როლს

დეველოპერებსა და ბიზნესის მფლობელებს ახლა შეუძლიათ:

  • განათავსონ ვიდეორგოლები, შეთავაზებები, ღონისძიებების ანონსები
  • დაამყარონ კომუნიკაცია სტუმრებთან —მაშინ როცა მგზავრები გადაადგილდებიან და მათი ყურადრება ლიფტზეა მიმართული. 
  • მიიღონ დამატებითი სარეკლამო შემოსავალი, შიდა რეკლამის გაყიდვით
  • მგზავრებისთვის კი ეს სივრცე ხდება ინტერაქციული, შთამაგონებელი და დამამახსოვრებელი— ციფრული ეკრანიდან მათ შეიძლება წაიკითხონ სასარგებლო ინფორმაცია, უყურონ მოტივაციურ ვიდეო რგოლს ან თუნდაც  მიიღონ დღის შეთავაზება შენობაში არსებული კვების ობიექტიდან.

რატომ Kleemann და რატომ Elteg?

Elteg, როგორც Kleemann-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, გთავაზობთ არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლიფტებს, არამედ პერსონალიზებულ გამოცდილებას, რომელიც მორგებულია თქვენს სივრცეზე, ბრენდზე და მომხმარებელზე ზრუნვზე .

ჩვენთან ხელმისაწვდომია:

  • სრული ინტერიერის დიზაინის პერსონალიზაცია
  • აუდიო სისტემების ინტეგრაცია
  • არომატიზატორები შერჩეული ზეთებისთვის
  • სენსორული განათება
  • და რა თქმა უნდა, Magic Mirror – სარკე, რომელიც გაყიდვებს ზრდის

დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით შევქმნათ თქვენი შენობისთვის პრემიუმ ლიფტი— Kleemann-ის ხარისხითა და Elteg-ის 17 წლიანი გამოცდილებით . elevator experience for your building, powered by Kleemann’s innovation and Elteg’s 17 years of expertise.