ლიფტის მონტაჟის გასამარტივებლად ელტეგი გთავაზობთ უფასო კონსულტაციას. ჩვენ დაგეხმარებით სწორი ლიფტის შერჩევაში, რომელიც დააკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ ყველა სტანდარტსა და რეგულაციას. კონსულტაციის შედეგად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ წინასწარ გათვალოთ ინსტალაციის პროცესი, ვადები და პოტენციური გამოწვევები.
ჩვენ გთავაზობთ ლიფტის დეტალურ პროექტირებას, რომელშიც ერთიანდება ობიექტის შეფასება, თქვენს საჭიროებაზე მორგებული დიზაინის გადაწყვეტილებები და კოორდინაცია არქიტექტორებთან და კონტრაქტორებთან. ჩვენი მიზანია უპრობლემოდ და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მოგაწოდოთ პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს თქვენთვის სასურველი ვადებისა და ბიუჯეტის ფარგლებში.
ინსტალაცია
ჩვენ უზრუნველვყოფთ ლიფტის ყველა კომპონენტის უსაფრთხო და ზუსტ ინსტალაციას, რომელიც იდეალურად მოერგება ყველა ზომის შახტს. გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობითა და უსაფრთხოების რეგულაციების მკაცრი დაცვით, ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ლიფტის ინსტალაცია იქნება უნაკლო და დააკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს.
ლიფტების პრევენციული მომსახურება
სერვისი უზრუნველყოფს სისტემის გრძელვადიან, საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას. ჩვენი მომსახურების პროგრამა შექმნილია პოტენციური პრობლემების დროული იდენტიფიცირებისთვის, მანამ სანამ ისინი ძვირადღირებულ პრობლემებად გადაიქცევა. ელტეგის ტექნიკოსთა ჯგუფი ასრულებს რეგულარულ ინსპექტირებას , რომლის დროსაც დეტალურად მოწმდება ყველა კრიტიკული კომპონენტი, მათ შორის ძრავი, კაბელები, საკონტროლო სისტემები და აშ.
სათადარიგო ნაწილების მაღაზია
გთავაზობთ მაღალი ხარისხის ლიფტების სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა თქვენთვის საჭირო კომპონენტის სწრაფ მოწოდებას საქართველოს მასშტაბით.
ლიფტის ტექნიკური მხარდაჭერა 24/7-ზე დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია ხელმისაწვდომი. ჩვენი ექსპერტთა გუნდი დროულად აღმოფხვრის ლიფტის შეფერხებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას.