კომპანიის სტრატეგიული ხედვა – ის, რაც ELTEG-ს ლიდერ კომპანიად აქცევს
გაეცანით ELTEG-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი არსენიშვილის სტატიას.
სამშენებლო სექტორი სწრაფად იცვლება. იზრდება მოთხოვნა ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, ენერგოეფექტურობაზე და ტექნოლოგიურ ინტეგრაციაზე. ასეთ გარემოში წარმატება არ არის მხოლოდ პროდუქტის გაყიდვა — ეს არის სტრატეგიული ხედვა, პასუხისმგებლობა და გრძელვადიანი პარტნიორობა.
ELTEG-ის ლიდერობა სწორედ ამ ხედვაზეა დაფუძნებული.
ELTEG-ის სტრატეგია თავიდანვე მარტივ პრინციპზე ავაგეთ – ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ლიფტებს. ჩვენ ვქმნით უსაფრთხო, ხარისხიან და გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს შენობის რეალურ ღირებულებას.
ჩვენთვის ლიფტი ტექნიკური კომპონენტი არ არის.
ეს არის პროექტის იმიჯი, მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილება და დეველოპერის რეპუტაცია.
სწორედ ამიტომ, ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო:
- საერთაშორისო ხარისხი
- უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი
- ტექნოლოგიური განვითარება
- გრძელვადიანი სერვისი
ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორობის მოდელით –პროექტის დაგეგმვიდან ექსპლუატაციამდე. ჩვენი მიზანია დეველოპერს შევუმციროთ რისკი და გავზარდოთ მისი პროექტის საინვესტიციო ღირებულება.
დღეს ELTEG პოზიციონირებულია, როგორც სანდო და სტრატეგიული მოთამაშე. ხვალ ჩვენი მიზანია გავაფართოვოთ ეს სტანდარტი რეგიონულ ბაზრებზე, იგივე პრინციპებით -ხარისხის კომპრომისის გარეშე.
ჩვენ არ ვზრდით კომპანიას ნებისმიერ ფასად.
ჩვენ ვზრდით პასუხისმგებლობას.
და სწორედ ეს არის ის, რაც ELTEG-ს ლიდერ კომპანიად აქცევს..
