რატომ გვხვდება ლიფტში სარკე?

გიფიქრიათ, რატომ არის ლიფტებში დამონტაჟებული სარკეები?

ლიფტების ფართო გამოყენება დაიწყო მაშინ, როდესაც შესაძლებელი გახდა მაღალსართულიანი შენობების გეგმარება და პროექტირება. თუმცა, თავდაპირველად, ლიფტით გადაადგილება არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილება იყო მგზავრებისთვის, რადგან ვერტიკალური ტრანსპორტირება შეზღუდულ სივრცესთან, უჰაერობასთან ასოცირდებოდა.

სტრესის შესამცირებლად, ინჟინრებმა ლიფტებში სარკეების დამონტაჟება დაიწყეს, რამაც მომხმარებელთა გამოცდილება სასიკეთოდ შეცვალა – შემცირდა კლაუსტროფობიის შემთხვევები, სივიწროვით გამოწვეული უჰაერობა და შფოთი. როდესაც ადამიანი სარკეში საკუთარ სილუეტს უყურებს, მას ეუფლება განცდა, რომ მარტო არ არის და განწყობაც სასიკეთოდ იმატებს.

სარკე უსაფრთხოების განცდას ქმნის მაშინაც კი, თუ მგზავრი მარტო არ იმყოფება კაბინაში და მასთან ერთად უცხო პირებიც გადაადგილდებიან. ლიფტში, სადაც სარკეა დამონტაჟებული, მგზავრები ქცევის სტანდარტებს უფრო მეტად იცავენ, რადგან ანარეკლი ზრდის კონტროლის მექანიზმს გარშემომყოფებზე.

ლიფტი უფრო მეტია, ვიდრე ტექნოლოგია – კომფორტის, უსაფრთხოებისა და კმაყოფილების საუკეთესო გამოცდილება!