რამდენი ლიფტი გჭირდება შენს პროექტში? – პრაქტიკული რჩევები დეველოპერებისთვის

ლიფტის შერჩევა  მხოლოდ ტექნიკური სპეციფიკაციის ან ვიზუალური დიზაინის საკითხი არ არის   – ეს არის ფუნქციური გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მობინადრეთა კომფორტზე, შენობის ფუნქციონირებასა და პროექტის საბოლოო რეპუტაციაზე.

დეველოპერისთვის ლიფტის სწორი რაოდენობის, ტვირთამწეობისა და სიჩქარის შერჩევა ეფუძნება რამდენიმე ძირითად პარამეტრს:

მსოფლიოში ლიფტების შერჩევისას ძირითადად გამოიყენება რამდენიმე სტანდარტული მეთოდოლოგია:

მგზავრნაკადი (Traffic Flow)

  • პიკის საათის დროს დათვალეთ მობინადრეების გადაადგილების რაოდენობა.
  • ორშაბათის დილის საათები და სამუშაო დღის დასრულება – ყველაზე დატვირთული პერიოდებია.
  • ზოგადი წესი: შენობის მოსახლეობის მინიმუმ 10-15% უნდა შეძლოს ერთდროულად ლიფტით გადაადგილება პიკურის საათის დროს.

ბინების რაოდენობა თითო სართულზე

  • 4-6 ბინა სართულზე – მცირე ნაკადია და საკმარისია სტანდარტული ტევადობის ლიფტი (630-800 კგ).
  • 8-12 ბინა სართულზე – რეკომენდებულია მაღალი ტევადობის ლიფტები (1000-1600 კგ) ან დამატებითი ლიფტი.

ლიფტის ტევადობა

სტანდარტი საცხოვრებელი კომპლექსებისთვის:

  • 630 კგ — 8 ადამიანი
  • 800 კგ — 10 ადამიანი
  • 1000 კგ — 13 ადამიანი
  • 1600 კგ — 21 ადამიანი (პრემიუმ პროექტებისთვის ან მაღალი ნაკადის გათვლით)

სავალდებულო გასათვალისწინებელი პარამეტრები

ადამიანების საშუალო წონა: 75 კგ

საშუალო მგზავრის მიერ დაკავებული ფართობი ლიფტში: 0.21 მ²

ტევადობა (კგ)მგზავრთა რაოდენობაშენობის დანიშნულებამოცდის რეკომენდირებული დრო (წმ)
450 კგ6 მგზავრიპატარა ბიზნეს ცენტრები25 – 35 წმ
630 კგ8 მგზავრისაცხოვრებელი ბინები20 – 30 წმ
800 კგ10 მგზავრიპრემიუმ ბინები15 – 25 წმ
1000 კგ13 მგზავრიაპარტამენტები, ოფისები15 – 20 წმ
1600 კგ21 მგზავრისავაჭრო ცენტრები, მაღალი ნაკადები10 – 15 წმ