
რამდენი ლიფტი გჭირდება შენს პროექტში? – პრაქტიკული რჩევები დეველოპერებისთვის
ლიფტის შერჩევა მხოლოდ ტექნიკური სპეციფიკაციის ან ვიზუალური დიზაინის საკითხი არ არის – ეს არის ფუნქციური გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მობინადრეთა კომფორტზე, შენობის ფუნქციონირებასა და პროექტის საბოლოო რეპუტაციაზე.
დეველოპერისთვის ლიფტის სწორი რაოდენობის, ტვირთამწეობისა და სიჩქარის შერჩევა ეფუძნება რამდენიმე ძირითად პარამეტრს:
მსოფლიოში ლიფტების შერჩევისას ძირითადად გამოიყენება რამდენიმე სტანდარტული მეთოდოლოგია:
მგზავრნაკადი (Traffic Flow)
- პიკის საათის დროს დათვალეთ მობინადრეების გადაადგილების რაოდენობა.
- ორშაბათის დილის საათები და სამუშაო დღის დასრულება – ყველაზე დატვირთული პერიოდებია.
- ზოგადი წესი: შენობის მოსახლეობის მინიმუმ 10-15% უნდა შეძლოს ერთდროულად ლიფტით გადაადგილება პიკურის საათის დროს.
ბინების რაოდენობა თითო სართულზე
- 4-6 ბინა სართულზე – მცირე ნაკადია და საკმარისია სტანდარტული ტევადობის ლიფტი (630-800 კგ).
- 8-12 ბინა სართულზე – რეკომენდებულია მაღალი ტევადობის ლიფტები (1000-1600 კგ) ან დამატებითი ლიფტი.
ლიფტის ტევადობა
სტანდარტი საცხოვრებელი კომპლექსებისთვის:
- 630 კგ — 8 ადამიანი
- 800 კგ — 10 ადამიანი
- 1000 კგ — 13 ადამიანი
- 1600 კგ — 21 ადამიანი (პრემიუმ პროექტებისთვის ან მაღალი ნაკადის გათვლით)
სავალდებულო გასათვალისწინებელი პარამეტრები
ადამიანების საშუალო წონა: 75 კგ
საშუალო მგზავრის მიერ დაკავებული ფართობი ლიფტში: 0.21 მ²
ტევადობა (კგ) | მგზავრთა რაოდენობა | შენობის დანიშნულება | მოცდის რეკომენდირებული დრო (წმ) | |
---|---|---|---|---|
450 კგ | 6 მგზავრი | პატარა ბიზნეს ცენტრები | 25 – 35 წმ | |
630 კგ | 8 მგზავრი | საცხოვრებელი ბინები | 20 – 30 წმ | |
800 კგ | 10 მგზავრი | პრემიუმ ბინები | 15 – 25 წმ | |
1000 კგ | 13 მგზავრი | აპარტამენტები, ოფისები | 15 – 20 წმ | |
1600 კგ | 21 მგზავრი | სავაჭრო ცენტრები, მაღალი ნაკადები | 10 – 15 წმ |